თათია წულაძეთარჯიმანი, ინტერპრეტერი დარეკვა

თარგმნა და ინტერპრეტირება

თქვენი ენობრივი დამხმარე ქართულიდან ინგლისურ და ინგლისურიდან ქართულზე თარგმნის დროს: საიმიგრაციო ინტერვიუები, დოკუმენტების თარგმნა, სამედიცინო გასაუბრებები და პერსონალური სერვისები.

გადაიხადეთ საკრედიტო ბარათით ან განვადებით

თარგმნის ფასი

გამოთვალეთ დაახლოებითი ფასი, ზუსტ ფასს შეგითანხმებთ

დაახლოებით…

თარჯიმნად გაყოლა

ქვემოთ ჩამოთვლილი სიიდან აირჩიეთ თქვენთვის საჭირო სერვისი და დამიკავშირდით. მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია ადგილზე, დროსა და ინტერვიუს ტიპზე.

გადახდა

გადახდის ბმულს გამოგიგზავნით, როცა ფასზე და დროზე შეთანხმდებით.

მიიღებს თუ არა USCIS ან საიმიგრაციო სასამართლო ამ ნათარგმნს?

დიახ, თარგმანი სრულად აკმაყოფილებს საიმიგრაციო მოთხოვნებს და დასტურდება თარჯიმნის ხელმოწერილი (მოთხოვნის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული) სერტიფიკატით, რომლითაც თარჯიმანი სრულად იღებს პასუხისმგებლობას ნათარგმნის სისწორეზე.

როგორ მუშაობს?

ნახეთ დაახლოებითი ფასი და დამირეკეთ ან მომწერეთ. შეთანხმების შემდეგ გამოგიგზავნით გადახდის ბმულს: ბარათი, Apple Pay, Google Pay ან განვადება.

შეიძლება განვადებით გადახდა?

კი. გადახდის ბმულზე ბარათის გარდა შეგიძლიათ აირჩიოთ განვადება, ნაწილ-ნაწილ გადახდა.

რამდენ ხანში ითარგმნება?

ერთი გვერდი ან მოწმობა, ხშირად იმავე ან მეორე დღეს. დიდი მოცულობა (20–25 გვერდი და მეტი) რამდენიმე სამუშაო დღეში. ზუსტ ვადას ფასთან ერთად შეგითანხმებთ.

პარალეგალის დახმარება?

ფორმების შევსება და საბუთების მომზადება. პარალეგალი იურიდიულ რჩევას არ იძლევა.